Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საექთნო პრაქტიკა თსუ პროფესიული სტუდენტებისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები „ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე პრაქტიკულ სწავლებას გადიან.

 

პროფესიული პროგრამის “საექთნო განათლება” სტუდენტები კლინიკაში, რეალურ სამუშაო გარემოში სწავლობენ საექთნო პროცედურებსა და მანიპულაციებს, ეცნობიან მოზრდილთა და პედიატრიული გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის, მიმღები, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, ქირურგიის, პედიატრიის და სხვა დეპარტამენტების სამუშაო სპეციფიკას.

 

პრაქტიკულ სწავლებას თსუ პროფესიული პროგრამის “საექთნო განათლება” ხელმძღვანელი, “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი ნონა გოშაძე და პრაქტიკოსი მასწავლებლები უძღვებიან.

თარიღი: 22/05/2026